2011 წლის 18 მარტს ჩატარდა სემინარი ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს პროექტის „აღმოსავლეთის პარტნიორობაში მონაწილე არასამთავრობო და სახელმწიფო ორგანიზაციების თანამშრომელთა ცოდნის ამაღლება ინოვაციის სფეროში” სამუშაო პროგრამით.
თემა: საინოვაციო პროცესები და ქვეყნის ეფექტიანი მართვა: შესაძლებლობები აღმოსავლეთის პარტნიორობის ჩარჩოებში, მომხსენებელი: ოლეგ შატბერაშვილი.
სემინარზე მოწვეულნი იყვნენ სამინისტროების, სამთავრობო სააგენტოებისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის წევრ-ორგანიზაციათა წარმომადგენლები, აგრეთვე პროექტში მონაწილე მკვლევარები.
ჩატარების ადგილი: ყიფშიძის ქ. 7, ასოციაცია „ქალი და ბიზნესის” ბიზნეს-ინკუბატორის დარბაზი.