ჩატარდა 2010 წლის 09 ივლისს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში.

   (მისამართი ჭავჭავაძის გამზირი, #53ა)

 

სემინარის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში უმთავრესი მიზნობრივი/ინტერესტთა ჯგუფების წარმომადგენლებისთვის გაეცნო ევროპული საინოვაციო პოლიტიკის საკითხები. სემინარზე ხაზგასმული იყო ევროპაში ამ საკითხებისადმი მაღალი ყურადღება. კერძოდ, განხილული იქნა ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა ევროკავშირის ლისაბონის პროგრამა, კვლევისა და შემუშავების ევროპული ჩარჩო პროგრამა და სხვა. განხილული იყო აგრეთვე, ქვეყნებისა და მათი რეგიონების საინოვაციო პოლიტიკების როლი. აღნიშნულ იქნა, რომ პოლიტიკის შემუშავება აუცილებელია საქართველოს მიერ გაცხადებული ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის ამოცანის წარმატებით შესრულებისთვის, რაც არაერთხელ აღინიშნა ევროპელი ექსპერტების მიერ ევროპული სამეზობლო პროგრამის სამოქმედო გეგმის შედგენის პროცესში.

სემინარზე განხილული იქნა ევროინტეგრაციის პროცესის ინოვაციასთან დაკავშირებული ასპექტები, კერძოდ:

1.  ევროკავშირის, წევრი ქვეყნებისა და მათი ნაწილების (რეგიონების) საინოვაციო პოლიტიკა: მათი ურთიერთქმედება, მიზნები და როლი ევროინტეგრაციაში.

2.  კვლევისა და შემუშავების პოლიტიკა. კშ როგორც საინოვაციო რესურსი და ევროინტეგრაცია. საინოვაციო ინფრასტრუქტურა.

3.  ინოვაციის მხარდამჭერი განათლების პოლიტიკა.

4.  ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და მათი გავლენა მრეწველობაზე. საზოგადოებრივი სახსრებით მიღებული ინტელექტუალური საკუთრება.

5.  ტექნოლოგიების გადაცემა. ტექნოლოგიების იმპორტისა და ექსპორტის პოლიტიკა.

6.  ინოვაციის მხარდამჭერი საფინანსო ინსტრუმენტები.

7.  მცირე და საშუალო საწარმოებში ინოვაციის მხარდაჭერა.

8.  საინოვაციო პოლიტიკა სოფლის მეურნეობაში.

9. ინოვაციის შეფასებისა და მონიტორინგის მეთოდები. სტანდარტული და განსაკუთრებული ინდიკატორები.

10. ეგსიგ ვებსაიტის პრეზენტაცია (დემო-ვერსია).

11. შემოქმედებისა და ინოვაციის წელიწადი ევროპაში, აღმოსავლური პარტნიორობის პროგრამა და ინოვაცია და სხვა.

სემინარზე მომხსენებლები საექსპერტო/კვლევითი ჯგუფის წევრები იყვნენ.

სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ ასოციაცია ეგსიგ წევრები, სამინისტროებისა და სააგენტოების წარმომადგენელები, მკვლევართა და მეწარმეთა გაერთიანებების წარმომადგენლები, კვლევითი ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ევროპული კვლევის ცენტრების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. სულ 150 კაცი.

სემინარზე წაკითხული მოხსენებები განთავსებულია ასოციაციის საიტზე www.inovdev.ge