2011 წლის 29 აპრილს ჩატარდა სემინარი ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს პროექტის „აღმოსავლეთის პარტნიორობაში მონაწილე არასამთავრობო და სახელმწიფო ორგანიზაციების თანამშრომელთა ცოდნის ამაღლება ინოვაციის სფეროში” სამუშაო პროგრამით.

თემა: აღმოსავლეთის პარტნიორობა როგორც ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმი:

1. ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოებიმომხსენებელი: ოლეგ შატბერაშვილი. 

2. სამრეწველო საკუთრების დაცვა, მომხსენებელი: დავით გაბუნია.

3. საინოვაციო პროცესები სოფლის მეურნეობაშიმომხსენებელი: ოლეგ შატბერაშვილი.

სემინარზე მოწვეულნი იყვნენ სამინისტროების, სამთავრობო სააგენტოებისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის წევრ-ორგანიზაციათა წარმომადგენლები, აგრეთვე პროექტში მონაწილე მკვლევარები.

ჩატარების ადგილი: ყიფშიძის ქ. 7, ბიზნეს-ინკუბატორის დარბაზი.