ეკონომიკის ერთადერთი ტიპი, რომელიც ქვეყნის კონკურენტუნარიანობასა და კეთილდღეობის გრძელვადიან ზრდას უზრუნველყოფს, ინოვაციაზე ორიენტირებული ეკონომიკაა. ამას ამტკიცებს ეკონომიკური თეორიაც 1 და მრავალი ათეული წარმატებული ქვეყნის პრაქტიკაც. რაც მთავარია, იგივეს ამტკიცებს მრავალი წარუმატებელი ქვეყნის მაგალითი, სადაც სხვა ეკონომიკური მოდელები იქნა არჩეული 2. საინოვაციო პროცესები ინტელექტუალური საკუთრების (ის) საკითხებზე იმდენადაა დამოკიდებული, რომ ის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკა ქვეყნის განვითარების ერთერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტად გვევლინება.

სრული ტექსტი