2009 წლის დეკემბერში ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის საბჭომ განიხილა ევროპის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკაში (ესპ) შესატანი ცვლილებების საკითხი. კერძოდ, იხილებოდა ესპ გაუმჯობესება ს/მ კონკურენტუნარიანობის გაზრდის, გარემოს დაცვისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით. გარდა ამისა, განხილულ იქნა ესპ საერთო გამარტივების საკითხი. ცვლილებები ასახავს მიმდინარე ლისაბონის პროცესის მოთხოვნებსა და, აგრეთვე, 2020 წლამდე საინოვაციო პოლიტიკაში მოსალოდნელ ტენდენციებს. ევროპაში ექსპერტები, მათ შორის სოფლის მეურნეობისა და აგრარული განვითარების კომისიონერი, აცხადებენ, რომ თუ ევროპის სოფლის მეურნეობა არ დაადგება განახლებისა და ინოვაციის გზას, იგი კონკურენციას ვერ გაუძლებს.

სრული ტექსტი