პატივცემულო კოლეგებო,

გეპატიჟებით ასოციაცია ESIDG-ის თავმჯდომარე ოლეგ შატბერაშვილის პრეზენტაციაზე – ეროვნული კვლევითი სისტემა ევროინტეგრაციის ჭრილში: სად ვართ და სად მივდივართ?

პრეზენტაცია შედგება 2019 წლის 26 დეკემბერს, 14:00 საათზე,

შემდეგ მისამართზე: გიორგი წერეთლის ქუჩა №1 (ვაკის პარკის პირდაპირ, თამარაშვილის და ჭავჭავაძის გზაჯვარედინთან), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსი, აუდიტორია G-106

 პრეზენტაციის შესახებ:

ოლეგ შატბერაშვილი (ასოციაცია ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის – ESIDG)

მრავალი წლის განმავლობაში, ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოში (და დანარჩენ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში) კვლევისა და ინოვაციის სფეროს განვითარებას, რაც გამოიხატება ევროკავშირში არსებული კ&ი ხელშემწყობი ინსტრუმენტების წვდომის გაფართოებასა და ამ ინსტრუმენტების მცოდნე სპეციალისტების მომზადებაში. მუდმივი მხარდაჭერის მიუხედავად, საქართველოს შედეგები არ არის დამაიმედებელი. ჩვენ ვხედავთ ქვეყნის ეროვნული კვლევითი სისტემის საერთო დაკნინებას, რაც ზღუდავს შემოთავაზებული ინსტრუმენტებით სარგებლობის უნარს, რომ აღარაფერი ვთქვათ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ხელშეწყობის უნარზე.

შეხვედრის მიზანია არსებული სისტემური კრიზისის ანალიზი და გამოსავლის გზებზე მსჯელობა.

შევეხებით შემდეგ საკითხებს:

• ქვეყნის სტრატეგიული განვითარების ამოცანების მიმართ კვლევითი სისტემის პოზიცია (განათლების, ქვეყნის მართვის, ეკონომიკური ზრდის, დემოკრატიის მიმართ)

• ძირითადი მოთამაშეების უფლებები და მოვალეობები

• კვლევითი სისტემის მდგომარეობა (დაფინანსება, ორგანიზაცია, პროპორციები, ინფრასტრუქტურა, სხვა მატერიალური და საინფორმაციო უზრუნველყოფა)

• მკვლევარების მომზადება, „ტვინების გადინება“, სამეცნიერო დიასპორა

• ევროინტეგრაციის პერსპექტივები.