მცირე ბიზნესი ევროპის ეკონომიკური ცხოვრების არსებითი ნაწილია. იგი ეკონომიკური ზრდის, დასაქმების, შრომისა და წარმოების კულტურის განვითარების, მეცნიერული მიღწევებისა და ინოვაციების მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა. აქედან გამომდინარე, ეკონომიკის ამ სექტორის ფინანსური მხარდაჭერა ევროკომისიის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. იგი სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტების მეშვეობით მცირე და საშუალო საწარმოებისათვის ხელმისაწვდომს ხდის სერიოზული მოცულობის თანხებს, რათა მოხდეს მათი ზრდა და განვითარება.

 

სრული ტექსტი