ნელი ცქიტიშვილი – ტურიზმი, როგორც სოციალური ინოვაცია კახეთის რეგიონში. ელ. წიგნში: ევროკავშირის რეგიონ. საინოვაც.პოლიტიკა და აღმოსავ. პარტნიორ. პროგ.

 

ტურიზმის ინდუსტრიის ინოვაციური ასპექტები უკანასკნელი ორი ათეული წლის განმავლობაში მკვლევართა ყურადღებას იპყრობს1,2,3. აღინიშნება ტურიზმის მნიშვნელობა რეგიონებში საინფორმაციო ტექნოლოგიების, საფინანსო, ვაჭრობისა და სხვა სექტორების განვითარებისთვის, ისევე, როგორც ამ უკანასკნელთა როლი ტურიზმის განვითარებაში.
საქართველოს ზოგიერთ რეგიონში, მათ შორის კახეთში, თანამედროვე ტურიზმს, განსაკუთრებით საერთაშორისო ტურიზმს, კიდევ ერთი განზომილება ემატება. მისი განვითარება მნიშვნელოვან სოციალურ ინოვაციას წარმოადგენს, ქმნის რა ზოგიერთ რეგიონში ეკონომიკის ახალ სექტორს და ასრულებს ლოკომოტივის როლს სხვა სექტორებისთვის.

 

სრული ტექსტი