საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის სისტემის დანერგვისა და განვითარების გარდაუვალი საჭიროების შესახებ აქტიური საუბარი და განხილვა ქვეყანაში წარმოდგენილ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებსა და განვითარების სააგენტოებს შორის 2012 წლის გაზაფხულის მიწურულს დაიწყო; მას შემდეგ, რაც ევროკავშირის დაკვეთით გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ჩაატარა და გამოაქვეყნა კვლევა (Toloraia, Angelowski, 2011), რომლის თანახმადაც საქართველოში სოფლად არსებულ 800,000-მდე მცირე ოჯახურ მეურნეობას დარგის მიმართ არსებული ულტრა-ლიბერტარიანული სახელმწიფო პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, მოკლე და საშუალოვადიან მომავალში სრული კოლაფსი ემუქრებოდა, რაც თავის მხრივ გამოიწვევდა სასოფლო-სამეურნეო წარმოების შემდგომ დაცემას, სურსათის იმპორტზე ქვეყნის დამოკიდებულების კიდევ უფრო გაზრდას, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების სტატუსის კიდევ უფრო გაუარესებას, სოფლად მოსახლეობის შემდგომ გაღარიბებასა და სოფლიდან ქალაქად მიგრაციული პროცესების დაჩქარებას.

 

სრული ტექსტი