პროექტი მხარდაჭერილია ევროკომისიის (EU), დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED ) და აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის (EaP CSF) მიერ.

პროექტი დაიწყო აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის (EaP CSF https://eap-csf.eu/) საგრანტო ინიციატივის ფარგლებში

პროექტის მოკლე დასახელება – EaP-R&D

პროექტის დაწყების თარიღი:             01.04.2020

პროექტის დასრულების თარიღი:       30.09.2020

საფინანსო მხარდამჭერები: ევროკომისია და დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი (NED, https://www.ned.org/).

 

პროექტის მონაწილეები: არასამთავრობო ორგანიზაციები მოლდოვადან, უკრაინიდან, სომხეთიდან და საქართველოდან.

პროექტის კოორდინატორი: ასოციაცია ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის (ESIDG).

პროექტი მიზნად ისახავს მოამზადოს 2020-ს შემდგომი პერიოდისთვის რეკომენდაციები EaP ქვეყნების R&D ეროვნული სისტემების განვითარების თაობაზე. 2019 წელს აღინიშნა აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის 10 წლისთავი, 2020 წელს მთავრდება კვლევისა და ინოვაციის ძირითადი ევროპული პროგრამა. Horizon2020 და იწყება ახალი პროგრამა Horizon Europe. შესაბამისად, მიმდინარეობს გეგმების დაზუსტება და ჩვენც გვეძლევა შესაძლებლობა დროულად მივაწოდოთ არასამთავრობო სექტორის ხედვა პროგრამების მმართველებს. პროექტის შესრულების დრო ამ მოვლენების გათვალისწინებით შეირჩა.

 

პროექტის მიზანია ევროკავშირის ინსტიტუტებსა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მთავრობებს, აგრეთვე აკადემიურ წრეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მივაწოდოთ პროექტით გათვალისწინებული საფუძვლიანი შედარებითი ანალიზის  შედეგი, რომელიც აღწერს, თუ რა მდგომარეობაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კვლევით სისტემებში. გაანალიზდება კვლევითი სისტემების როგორც ჩვეულებრივი (ტრადიციული), ასევე ახალი, არატრადიციული მაჩვენებლები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კვლევითი კადრების (სამუშაო ძალის) ანალიზს. შედარებისთვის გამოყენებული იქნება ევროკავშირის წევრი ყოფილი სოციალისტური ქვეყნების ეროვნული კვლევითი სისტემების ინდიკატორები.