საქართველოსთვის, აღმავალი ტემპებით ეკონომიკის განვითარების აუცილებლობისა და მკვეთრად გამოხატული დასავლური მისწრაფებებიდან გამომდინარე, ამჟამად უაღრესად
აქტუალური ხდება ინოვაციური პროცესების შეფასებისა და მონიტორინგის მეთოდებისა და საშუალებების სათანადო მოდერნიზაცია, რათა მიღწეულ იქნას მაქსიმალურ მიახლოება
საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებასთან და საფუძველი ჩაეყაროს ცოდნაზე ორიენტირებული მაღალეფექტური ეკონომიკის განვითარებას საქართველოში. წინამდებარე
სტატიის მიზანია გააცნოს დაინტერესებულ საზოგადოებას ინოვაციური პროცესების შეფასებისა და მონიტორინგის მეთოდები და საშუალებანი, რომლებსაც ევროკავშირი იყენებს თავის პრაქტიკაში.

სრული ტექსტი