მესამე ათასწლეულში ცივილიზაცია შევიდა ახალი ტექნოლოგიური `ნახტომის” ეპოქაში, რაც გამოიწვია საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა დარგში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვამ (მიკროელექტრონიკა, ტელეკომუნიკაციები, რობოტოტექნიკა, კომპიუტერები, ნანო- და ბიოტექნოლოგიები) და როგორც შედეგი – მოითხოვა საინოვაციო პროცესების ორგანიზების განსხავებული საორგანიზაციო ფორმების შემუშავება. 2000 წლის მარტში ქ. ლისაბონში ევროსაბჭომ შეიმუშავა ევროკავშირის 10-წლიანი სტრატეგია, რომლის მთავარი მიზანია ცოდნაზე დაფუძნებული დინამიური ეკონომიკის მშენებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო სამუშაო ადგილების შექმნას, სოციალურ თანადგომას და მუდმივ ზრდას.

სრული ტექსტი