ჯერ კიდევ ევროპისთვის ინოვაციების პირველ სამოქმედო გეგმაში (1996 წელი) იყო ნათქვამი, რომ უნდა გაიზარდოს მცირე საწარმოების უნარი აითვისონ ახალი ტექნოლოგიები მათი წარმოშობის წყაროს მიუხედავად, წევრმა სახელმწიფოებმა ხელშემწყობი ქმედებები საერთაშორისო წარმომავლობის ტექნოლოგიებზეც უნდა გაავრცელონ, ხოლო მცირე საწარმოებს ხელი უნდა მიუწვდებოდეთ უმაღლესი დონის (ევროპულისა თუ მსოფლიოს) ექსპერტიზაზე ტექნოლოგიების, ორგანიზაციულ და მართვის სფეროებში. ამავე სამოქმედო გეგმაში განსაზღვრულ იქნა, რომ სპეციალურმა საშუამავლო ორგანიზაციებმა დახმარება უნდა გაუწიონ მცირე საწარმოებს აღნიშნული უნარის კრიტიკული მასისა და აუცილებელი პროფესიული დონის მიღწევაში, ხოლო ევროკომისიამ თავის მხრივ უნდა უზრუნველყოს კავშირები ინოვაციების მხარდამჭერ ეროვნულ და რეგიონულ სტრუქტურებს შორის და მათ სერტიფიკაციას.

სრული ტექსტი