2021 წლის 20 აპრილს, ხანმოკლე, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა ფიზიკა-მათემატიკის აკადემიური დოქტორი ოლეგ შატბერაშვილი – ასოციაცია ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის (ESIDG) თავმჯდომარე და სამეცნიერო ხელმძღვანელი.

ასოციაციის ფუნქციონირების პროცესში, მისი ხელმძღვანელობით, ჩატარდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური სამუშაო: ორგანიზებული და ჩატარებული იყო 25-მდე სემინარი და კონფერენცია ინოვაციური პოლიტიკის შესახებ. ESIDG-ის წევრებმა დიდი რაოდენობით გააკეთეს პრეზენტაციები სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ სემინარებზე; მათ მონაწილეობა მიიღეს რადიოსა და სატელევიზიო ეთერში გამართულ საზოგადოებრივ დებატებში, გამოაქვეყნეს არაერთი საგაზეთო, ჟურნალისა და ინტერნეტ სტატია.

ბატონ ოლეგ შატბერაშვილის 100-ზე მეტი პუბლიკაცია ეძღვნება ფიზიკის, ინფორმაციის მენეჯმენტის, მეცნიერებათმზომელობის, საქართველოში მეცნიერების ინფორმაციული უზრუნველყოფის კვლევას, ასევე მთავრობისა და პარლამენტის რეკომენდაციებს ინოვაციური პოლიტიკის, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარების შესახებ და ა.შ.

ლაზერული ფიზიკის სპეციალისტმა, მან დამოუკიდებლად აითვისა არაერთი პროფესიული მიმართულება, კერძოდ, სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის მენეჯმენტი.

თითქმის 30 წელი იგი იყო საქართველოს სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის სამეცნიერო ინსტიტუტის (TECHINFORMI) დირექტორი. მისი ინიციატივით TECHINFORMI-ში შეიქმნა და წარმატებით ფუნქციონირებდა სამრეწველო საწარმოებისა და გაერთიანებების, კვლევითი ინსტიტუტების, პარლამენტის, მთავრობისა და სამინისტროების ინფორმაციით უზრუნველყოფის შერჩევითი სისტემა.

ოლეგ შატბერაშვილმა აქტიურად მონაწილეობდა მრავალი საერთაშორისო და რესპუბლიკური ორგანიზაციის მუშაობაში, როგორიცაა სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი, ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საერთაშორისო ფედერაცია, აღმოსავლეთ პარტნიორობის კვლევისა და ინოვაციების პანელი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, კოალიცია „ინოვაცია საქართველო” და ა.შ.

ბატონი ოლეგ შატბერაშვილის ცხოვრებიდან ნაადრევი წასვლა ESIDG-ს და მრავალი ადგილობრივი და უცხოური ორგანიზაციის დიდი დანაკარგია. ის იყო მაღალკვალიფიციური, პასუხისმგებლიანი, მოკრძალებული, ღირსეული, კოლეგებისა და მეგობრების ერთგული ადამიანი.

ოლეგ შატბერაშვილი ყოველთვის დარჩება იმ ხალხის გულებში, ვინც მას იცნობდა. მარადიული ხსოვნა მას.

ასოციაციის წევრები გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებენ მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.