განათლება, მეცნიერება, წარმოება, მთავრობა - შემოგვიერთდით

ასოციაცია "ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის"

 

      მიზანია  ხელი შეუწყოს:

  • საქართველოს ევროინტეგრაციას;
  • ინოვაციური გზით, საქართველოს მიერ არჩეული მიზნის  -  ევროპული ტიპის სახელმწიფოს აშენება - ხორცშესხმას და ქვეყნის გრძელვადიან, მდგრად განვითარებას.
  • საინოვაციო პოლიტიკის შემუშავებას და სახელმწიფო რეგულირების, მრეწველობის, განათლებისა და სხვა სფეროებში კვლევის მეთოდების დანერგვასა და განვითარებას;
  • საინოვაციო პოლიტიკის შემუშავებაში პროფესორ-მასწავლებლებისა და მკვლევარების როლის გაზრდას;
  • კვლევისა და ინოვაციის სფეროში საქართველოში არსებული მდგომარეობის შესწავლასა და სხვა ქვეყნების გამოცდილების დანერგვას.

 

დასახული მიზნების მისაღწევად:

  • აწყობს საიენტომეტრული, სოციოლოგიური, შედარებით-ანალიზური და სხვა ხელმისაწვდომი მეთოდებით  საქართველოში კვლევისა და ინოვაციის სფეროში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს;
  • შეისწავლის ევროგაერთიანებისა და სხვა ცალკეული ევროპული ქვეყნების კვლევისა და ინოვაციების პოლიტიკის მიმართულებებს და შეიმუშავებს საქართველოში მათი დანერგვის რეკომენდაციებს;
  • შეიმუშავებს და ახორციელებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან (აკადემიურ წრეებთან, სტუდენტებთან, ფართო საზოგადოებასთან, მთავრობასთან, პოლიტიკურ  პარტიებთან)  კომუნიკაციების ფორმატებს (ლექციები, სემინარები, კონფერენციები, სამეცნიერო სტატიები, პუბლიკაციები ელექტრონულ და ბეჭდვით მედიაში, გამოსვლები ელექტრონულ მედიაში);
  • თანამშრომლობს დაინტერესებულ ქართველ და უცხოელ მეცნიერებთან, აგრეთვე, კვლევით, საგანმანათლებლო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

 

ორგანიზაციის წევრები

ორგანიზაციის ინდივიდუალური ან კოლექტიური წევრები  შეიძლება გახდნენ როგორც საქართველოს ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქე მეცნიერ-მასწავლებლები და მკვლევარები, ასევე განათლებისა და კვლევის სფეროში მოღვაწე იურიდიული პირები, რომლებიც იზიარებენ ორგანიზაციის მიზნებს.

 

 

 

იხილეთ ჩვენი გვერდი Facebook-ზე

საიტი არ გამოხატავს ევროკავშირის თვალსაზრისს და მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ასოციაცია "ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის".